ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი დაიწყო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი დაიწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, სამართალდამცავებთან ერთად, ​ ოზურგეთი-ლესის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილების მსურველ მოსახლეობას ამოწმებენ.

საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა მოხდება.

ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის  შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები