სამტრედიის ცენტრალურ ბაზარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას დილიდან დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე დილიდან სამართალდამცველები და მერიის შესაბამისი სამსახურები მოვაჭრეებსა და მოქალაქეებს დადგენილი წესების მაქსიმალური გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
“მუნიციპალიტეტის მერმა, ვალერი ფოცხვერიამ მოქალაქეებს მაქსიმალური დისტანციის დაცვა და არსებული წესების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ ბაზრისა და ბაზრობების მიმდებარე ტეტიტორიებზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია. შეზღუდვა კოვიდ19-ის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებს უკავშირდება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.