“წუხელ, გვიან ღამით ინფექციურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა შემოიყვანეს კოვიდ19-ის დამახასიათებელი ნიშნებით”, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის ბიოლოგიური ანალიზი შემდეგი კვლევისათვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია.
“სასწრაფო დახმარების მიერ შემოყვანილ იქნა მედდა ჩივილებით: ცხელება, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი. დილას ავიღეთ ბიოლოგიური მასალა, რომელიც სადიაგნოზტიკოდ გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მთვარმა ექიმმა, ლალი დარახველიძემ.
ცნობისთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებში 51 ადამიანი რჩება. თვითიზოლაციაში სულ 111 პირია. ზედამხედველობა მოეხსნა 788 ადამიანს.