დაბა ლაითურის მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა, მოხალისეებსა და სამართალდამცავებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარეს.
ასევე, შეფასდა მოქალაქეთა ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათი ზუსტი დიაგნოსტიკა მოხდება.
პროცესის მიმდინარეობას გურიის სახელმწიფო რწმუნებული – ზურაბ ნასარაია, პირველი მოადგილე – აკაკი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.