ქვემო ქართლში არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული შ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვან შვილს, 2008 წელს დაბადებულ შ.ვ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული თავისუფლების 3 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები