ადიგენიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ერთი პაციენტის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ადიგენის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ლალი ბალახაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს კვლავ უფიქსირდება მაღალი ტემპერატურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 272–მდე გაიზარდა. დღის განმავლობაში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდგინდა, აქედან ცხრა ახალი შემთხვევა დილით, ექვსი კი საღამოს დაფიქსირდა.