“თბილისის მერიას ფეიერვერკებზე ტენდერი გამოცხადებული აქვს, მაგრამ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების ფონზე შესაძლოა მისი განხორციელება გადავადდეს”
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის მერიას 94 ათასი ლარის ფეიერვერკებზე ტენდერი აქვს გამოცხადებული “კვირას” დედაქალაქის მერიის პრესამსახურში დაუდასტურეს.
თუმცა, მათივე ცნობით, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა ტენდერის განხორციელება გადავადდეს.
“ტენდერი გამოცხადებულია. განხორციელდება თუ არა ჯერ არ ვიცით, ბევრი ტენდერია ზოგადად გამოცხადებული, მაგრამ განხორციელების პროცესი შექმნილი ვითარების ფონზე შესაძლოა დროში გადავადდეს და ალბათ გადავადდება”, – განაცხადეს პრესამსახურში.