საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე სანოტარო სერვისების გაციფრულების საკითხები განიხილა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე ევროკავშირის და საბჭოში დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების ნოტარიატების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა ნოტარიატის ციფრული ტრანსფორმაცია, უძრავი ქონების მიმართულებით მიმდინარე ინიციატივები, ევროპული ბიზნესსაფულეების (European Business Wallets) განვითარება, ციფრული აქტივებისა და ქონებრივი რეესტრების პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები გაეცნენ მალტის სანოტარო არქივის საქმიანობას, ისტორიულ და თანამედროვე ფუნქციებს, ნოტარიული აქტების შენახვისა და დაცვის სისტემას, ასევე დოკუმენტების დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის პროცესებს.

გენერალური ასამბლეის სხდომას ესწრებოდა ასევე ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო სამსახურის უფროსი თეონა წინწალაშვილი.

ევროპის ნოტარიატთან თანამშრომლობის მიზანი საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გაზიარებაა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ნოტარიატის შემდგომ განვითარებას და ევროპულ სამართლებრივ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები