ცაგერში ჩატარებული სადღესასწაულო წირვის შემდეგ ლენტეხის მოსახლეობას ნაკურთხი ბზა გაუგზავნეს
ცაგერში, მაქსიმე აღმსარებლის მშენებარე ტაძრის ეზოში ბზობის სადღესასწაულო წირვა აღევლინა. წირვა-ლოცვას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი სტეფანე უძღვებოდა.
მშენებარე ტაძრის ეზოში სალოცავად მისული მრევლი სოციალურ დისტანციას იცავდა და სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე იდგა.
ერთ-ერთი ადგილობრივი, ფატმან ქარსელაძე „რეგიონულ კვირასთან“ ამბობს, რომ ტაძრის ეზოში ბზა არ გაყიდულა.
„აქ ბზა არ გაყიდულა, ყველა ჩვენგანმა მოვიტანეთ თითო ტოტი, მეუფე ყველასთან მოვიდა და ბზა ასე გვიკურთხა. ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დღესასწაულს“, თქვა
მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ცაგერში ნაკურთხი ბზა ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაიგზავნა, სადაც კორონავირუსის გავრცეების გამო რამდენიმე დღეა კარანტინია გამოცხადებული.