გურამ მაჭარაშვილი: 13 აპრილის ბიუროს სხდომაზე სარატიფიკაციო ხელშეკრულებებს და ორ კანონპროექტს, ბიურო შესაბამის მსვლელობას მისცემს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა 13 აპრილის ბიუროს სხდომის საკითხებზე განმარტება გააკეთა.

„საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრი ჩართულია კოვიდ-19 წინააღმდეგ პროცესებში. მაჟორიტარები თავისი სამაჟორიტარო ოლქების მიხედვით, ასევე პარლამენტის სხვადასხვა წევრი დარგობრივი მიმართულებით, მთავრობასთან კოორდინირებულ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ, რათა მინიმალური ზიანით და მაქსიმალურად მოკლე დროში დავძლიოთ ეს  გამოწვევა. ასევე დისტანციურად, პარალელურ რეჟიმში, უმრავლესობის ფორმატში მიმდინარეობს ბიუროს უმრავლესობის შეხვედრები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პარლამენტის ბიუროს სხდომას, ჩვენ კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის ბიურო წარმოადგენს ოფიციალურ ორგანოს, რომელსაც მოუწევს მიიღოს გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია რომ ფიზიკურად შევიკრიბოთ და სხდომა გავმართოთ პარლამენტის კინოდარბაზში, რაც ბიუროს წევრებს შესაძლებლობას მოგვცემს დავიცვათ დისტანცია და ყველა აუცილებელი პირობა. ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება სარატიფიკაციო ხელშეკრულებები და ორი კანონპროექტი, რომელსაც ბიურო შესაბამის მსვლელობას მისცემს. სხდომაზე ასევე იქნება შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების გამოსვლები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები