მარინა ეზუგბაია: 236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი საზღვარგარეთიდან შემოტანილია

“236 დადასტურებული შემთხვევიდან სამი არის შემოტანილი, ორი სომხეთიდან და ერთი თურქეთიდან. ეს ნიშნავს, რომ იქ დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან”,-ამის შესახებ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, პირველად მოხდა, როდესაც საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოვიდა კოვიდის 19-ის დადასტურებული შემთხვევები.

“აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული სამი შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის. გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ თვითონ აღრიცხვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ.
​შესაბამისად, ამ 236-დან სამი თუ ცალკეა, გამოდის, რომ ჩვენ გუშინ დღე-ღამის განმავლობაში ორი ახალი შემთხვევა შეგვემატა, რომელიც საქართველოშია დადასტურებული. ე.ი. 233 არის ჩვენთან დადასტურებული შემთხვევა და სამი არის შემოტანილი. სამივე საქართველოს მოქალაქეა. შეგვიძლია, ჯამურად განვიხილოთ, როგორც სამკურნალოდ დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ ეს ყოველთვის ცალკე იქნება გამოყოფილი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები