ლენტეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ლენტეხში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ოთხივე დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის ოჯახის წევრი და ახლო გარემოცვაა.  როგორც ირკვევა, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დღეს ლაბორატორიიდან 11 პირის ანალიზის პასუხს ელოდებოდნენ, რომელთაგან 4 დადებითი, დანარჩენი კი უარყოფითი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 230 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები