ირაკლი ჩიქოვანი: ვირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა, ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება, შესაბამისად, აუცილებელია რეგულაციების დაცვა

“კორონავირუსთან ბრძოლა არ დასრულებულა, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველა ბიზნესსუბიექტს თუ ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს – ყველამ აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რომლებიც არის შემოღებული”, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„დღესდღეობით კორონავირუსის ​200-ზე მეტი ფაქტი გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლავაც გვაქვს შემთხვევათა გაზრდის მოლოდინი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებსა და მივმართავთ ყველა ბიზნესსუბიექტს თუ ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს – ყველამ აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რომლებიც არის შემოღებული და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან. „კოვიდ“ ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით. მხოლოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თანამოქალაქეს და სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების შესაძლებლობა, მოდუნების საშუალება და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, პროტოკოლი, რომელიც არის ქვეყანაში დაწესებული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები