თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში ტერაქტი მოხდა, არის მსხვერპლი
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დიარბაქირის პროვინციაში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ნათქვამია პროვინციის ადმინისტრაციაში განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ხუთი ადგილობრივი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზაზე დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
პროვინციის ადმინისტრაციამ მომხდარში ქურთთა მუშათა პარტიის წევრები დაადანაშაულა.