რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1175-ით გაიზარდა და, ჯამურად, 8672 შეადგინა, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ერთ დღეში ვირუსს 5 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, ქვეყანაში 63 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

ვირუსი 81 რეგიონშია გამოვლენილი.

COVID-19-ის დამარცხება 580 პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები