“იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო ეპიდემიის შიდა გავრცელება, ამას მოჰყვა ინფიცირებულების ძალიან სწრაფი ზრდა, საქართველოში კი შიდა გავრცელების დაწყებიდან არცერთ დღეს ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი”

“იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო ეპიდემიის შიდა გავრცელება, ამას მოჰყვა ინფიცირებულების ძალიან სწრაფი ზრდა ასეულები, ათასეულები, ათეულ ათასეულები, საქართველოში კი შიდა გავრცელების დაწყებიდან დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

“საქართველოში დაფიქსირდა და გაცხადდა პირველივე დღეს, რომ საქართველოში დადგა ე.წ მეოთხეული გადაცემის ეტაპი. ანუ, ინფექციის შიდა გადაცემის ეტაპი. ამის საწყისად მიიჩნევა მარნეულის შემთხვევა. შეიძლება, მანამდეც იყო, მერეც იყო, მაგრამ ოფიციალურად ეს არის მარნეულის შემთხვევიდან. შიდა გავრცელება დაიწყო თუ არა მაშინვე, თქვენ ყველანლ მოწმენი ხართ, მიღებულ იქნა მყისიერი ზომები, რომელიც პრინციპულად განსხვავდებოდა იმ საპასუხო ზომებისგან, რომლებიც მანამდე იყო. მარნეულისა და ბოლნისის სრული იზოლირება მოხდა, კარანტინი. მთელი მოსახლეობა გამოვიკვლიეთ. რაც შეეხება მოლოდინს – იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო ეპიდემიის შიდა გავრცელება, ამას მოჰყვა ინფიცირებულების ძალიან სწრაფი ზრდა ასეულები, ათასეულები, ათეულ ათასეულები, გადახედეთ ინტერნეტსა და მასმედიის საშუალებებს. ჩვენთან რაც მარნეულის შემთხვევის შემდეგ დაიწყო შიდა გავრცელება და კიდევ 5-6 შემთხვევა დაფიქსირდა შიდა გადაცემის, არცერთ დღეს  ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები