სტრასბურგში ევროპის პარლამენტის შენობა კორონავირუსზე ტესტირების ცენტრად იქნება გამოყენებული
ევროპის პარლამენტის შტაბ-ბინა სტრასბურგში კორონავირუსზე ტესტირების ცენტრად იქნება გამოყენებული.
ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა.
“საფრანგეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ევროპის პარლამენტის შტაბ-ბინას კორონავირუსის კონსულტირებისა და სქრინინგ ცენტრად ვაქცევთ. გვსურს, მხარი დავუჭიროთ ქალაქსა და მის მცხოვრებლებს, რომლებიც გვღებულობენ”, – დაწერა სასოლიმ Twitter-ში.
გასულ კვირას სასოლიმ განაცხადა, რომ ბრიუსელში ევროპარლამენტის ერთ-ერთ შენობაში ჰოსპიტალი მოეწყობა.
პანდემიის გამო, ევროპარლამენტმა ტრადიცული 4-დღიანი პლენარული სესიები, სულ მცირე, სექტემბრამდე შეაჩერა.
მოკლე სესიები კი ბრიუსელში ტარდება და დაპუტატებს მათში მონაწილეობა დისტანციურადაც შეუძლიათ.