ირანში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანში მეთილის სპირტით ინტოქსიკაციით 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ Mizan Online-ი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის გოლამჰოსეინ ისმაილზე დაყრდნობით იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ჯამურად, სამი ათასი ადამიანი მოიწამლა.

ირანში, სადაც ალკოჰოლი აკრძალულია, მეთილის სპირტს აწარმოებენ, კორონავირუსის გავრცელების ფონზე კი ალკოჰოლით მოწამვლის ფაქტები გახშირდა, რომელსაც ადამიანები ვირუსისგან “პროფილაქტიკის მიზნით” იყენებენ.

რაც შეეხება კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკას – ირანში ვირუსით 62 589 ადამიანია ინფიცირებული; 27 039 პაციენტი განიკურნა; 3 872 გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები