რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 1154 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 1154 ახალი შემთხვევა 43 რეგიონში დადასტურდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ჯამურად, ქვეყანაში უკვე 7497 ინფიცირებული და 58 გარდაცვლილია, ვირუსის დამარცხება კი 494-მა პაციენტმა შეძლო.

ახალი შემთხვევების უმრავლესობა მოსკოვშია – 697, სანქტ პეტერბურგში – 69, პოდმოსკოვიეში – 67, ბრიანსკის ოლქში – 32, კალინინგრადის ოლქში – 29.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები