თელავის აგრარული ბაზარი 2 კვირით დაიხურა

თელავის აგრარული ბაზარი 2 კვირით დაიხურა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან გააჟღერა. მერის განცხადებით, ბაზარში რეკომენდაციების მიუხედავად მოვაჭრეების გაფრთხილებისა, შესაბამისად დაცული არ იყო, რის გამოც მუნიციპალიტეტმა დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
“იმის გამო, რომ არ იყო დაცული რეკომენდაციები ამ მიზეზით მივიღეთ გადაწვეტილება და დავკეტეთ თელავის აგრარული ბაზარი. ირღვეოდა დადგენილი რეგულაციები, მათ შორის დისტანციასთან დაკავშირებით. ეს არის კორონავირუსიის წინააღმდეგ აუცილებლად გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებათან შესაბამისი კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო “,- განმარტავს თელავის მერი.
თელავის გარდა აგრარული ბაზარი გურჯაანშიც დაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები