გია ვოლსკი: ველოდებით, რომ ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობა უფრო გაიზრდება, თუმცა სისტემა გამოწვევისთვის მზად არის
“კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებამ იგივე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, როგორც ამას თუნდაც ჯანდაცვის თითოეული მუშაკი გრძნობს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. ეს სამედიცინო თვალსაზრისით მოსალოდნელი განვითარებაა, თუმცა სისტემა მზად არის გამოწვევისთვის. მთავარია, საზოგადოებამ იგივე პასუხისმგებლობა იგრძნოს, როგორც ამას თუნდაც ჯანდაცვის თითოეული მუშაკი გრძნობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.