მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსის ორი ახალი ფაქტი გამოვლინდა

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა  “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა.  რეხვიაშვილის განმარტებით, ორი ახალი პაციენტიდან ერთ ვირუსით გარდაცვლილი ქალის 87 წლის მეუღლეა, მეორე შემთხვევა კი საზღვრის კვეთას უკავშირდება.

“დაგვემატა 2 დადასტურებული ფაქტი – 1 ბოლნისში და 1 მარნეულში. ქვემო ბოლნისში გარდაცვლილი ასაკოვანი ქალის მეუღლეს, 87 წლის მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება და გადაყვანილია თბილისში, კლინიკაში. რაც შეეხება მეორე ფაქტს – მარნეულში, აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელ კირაჩმუღანლოში დაუდგინდა ქალბატონს. ცნობილია, რომ, დაახლოებით, 13 მარტიდს აქვს საზღვრის კვეთა. მისი კონტაქტების დადგენა ამ დრომდე გრძელდება. 25 ადამიანი, ვინც სავარაუდო მჭიდრო კომუნიკაციაში იყო მასთან, მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები