სალომე ზურაბიშვილი: ბორის ჯონსონ, გამაგრდით, ვირუსის წინააღმდეგ პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხის სახელით თანადგომას უცხადებს.

„ამ გაჭირვების ჟამს, გიერთდებით მადლიერების გამოხატვაში იმ ხალხის მიმართ, ვინც #COVID19-ს სახლში დარჩენით ებრძვის. ბორის ჯონსონ, გამაგრდით! ვირუსის წინააღმდეგ თქვენს პირად ბრძოლაში საქართველო თქვენ გვერდით დგას. გისურვებთ გამძლეობასა და მალე გამოჯანმრთელებას“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა.​ ამის შესახებ თავად ჯონსონმა განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები