ვეტერინარი: ცხოველები არ ავადობენ კორონავირუსით და საშიშროებას არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის

საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტის, ვეტერინარ მარიამ ჩხიკვიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, შინაური ცხოველები არ ავადობენ კორონავირუსით და ისინი საშიშროებას არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის.

მისი თქმით, მოსახლეობას არავითარი პანიკის საფუძველი არ აქვს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ცხოველზე გადადის და პირიქით, მაგრამ, სინამდვილეში, მსგავსი ფაქტები მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მხრიდან არ დასტურდება. დღეისათვის, საბოლოოდ დადასტურებული დიაგნოზი ადამიანიდან ძაღლზე ან ადამიანიდან კატაზე, ან ადამიანიდან ვეფხვზე დაავადების გადასვლისა არ არსებობს. მინდა გაცნობოთ, რომ დღეისათვის პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ცხოველები ამ ეტაპზე ნამდვილად არ ავადობენ კორონავირუსით და საშიშროებას არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის ამიტომ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს“, – განაცხადა მარიამ ჩხიკვიშვილმა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები