ესპანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებაზე საუბრობენ

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 135 ათასს გადააჭარბა, გასულ დღე-ღამეში 4,3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ვირუსის გავრცელების ტემპის აშკარა კლებაზე მიუთითებს, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში.

ბოლო 24 საათში 637 პაციენტი გარდაიცვალა. 6 აპრილის მდგომარეობით, სულ ვირუსს 13 055 პირი ემსხვერპლა. აღინიშნება, ასევე, გარდაცვლილთა რიცხვის კლებაც.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თითქმის 7 ათასი პაციენტი რჩება, 40 ათასზე მეტი განიკურნა.

ქვეყნის პრემიერმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 14 მარტს შემოღებული მაღალი მზადყოფნის რეჟიმი 25 აპრილამდე გახანგრძლივდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები