ჩინეთში კორონავირუსის განვითარების სტატისტიკა – ხუბეის პროვინციაში ბოლო ერთ დღეში არცერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა

ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 38 იმპორტირებულია, 11 პაციენტი განიკურნა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის საკითხთა სახელმწიფო კომიტეტში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევები იმპორტირებული იყო, თუმცა გუშინ გუანდუნის პროვინციაში 5 ახალი ადგილობრივი შემთხვევა გამოვლინდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ, 31 პროვინციიდან მიღებული მონაცემის თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსით სულ 81 708 ადამიანი დაინფიცირდა, კლინიკებში 1 299 პაციენტი რჩება, 265-ის მდგომარეობა მძიმეა, 77 078 პაციენტი გაწერილია, 3331 გარდაიცვალა.

რაც შეეხება ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრს, ხუბეის პროვინციას – აქ ბოლო ერთ დღეში არცერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, საავადმყოფოებიდან 69 ადამიანი გაწერეს, უხანში ერთი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

ეპიდემიის დაწყებიდან ხუბეის პროვინციაში ინფიცირების 67 803 შემთხვევა დადასტურდა (50 008 უხანში), 64 014 პაციენტი განიკურნა, 3 212 გარდაიცვალა (2571 უხანში). ამჟამად პროვინციის საავადმყოფოებში 577 ადამიანი რჩება (574 უხანში), მათგან 234 მძიმე მდგომარეობაშია (231 უხანში).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები