გერმანიაში მეოთხე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება

​გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მეოთხე დღეა, მცირდება.
ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემიდან ირკვევა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3677 ახალი შემთხვევა დადასტურდა, წინა დღით კი 5936 იყო.
6 აპრილის მდგომარეობით, გერმანიაში ინფიცირების 100 123 შემთხვევაა, 1584 ლეტალური შემთხვევაა, 28 700 პაციენტი კლინიკებიდან გაწერეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები