ჩერნობილთან ტყის ხანძარი ლიკვიდირებული არ არის – რადიაციის ფონი გაზრდილია

ჩერნობილში ტყის ხანძრის ქრობაში ავიაციაა ჩართული ამჟამად, ტყის 100 ჰექტარზე მეტი ფართობი იწვის.

როგორც საგანგებო ვითარების სახელმწიფო სამმართველოში განაცხადეს, ხანძრის ორი კერის ქრობა გრძელდება. პროცესში 124 მეხანძრეა ჩართული, ტექნიკის 28 ერთეული, მათ შორის, 2 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.

ჩერნობილში ტყის ხანძარი 4 აპრილს დაიწყო, რომლის შედეგად რადიაციული ნორმა 16,5 ჯერ არის გაზრდილი.

როგორც უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ეგორ ფირსოვმა განაცხადა, მაჩვენებელი 2,3 აჩვენებს მაშინ, როდესაც ნორმა 0,14-ია” და აღნიშნა, რომ ასეთი სურათი მხოლოდ ხანძრის ეპიცენტრშია.

რაც შეეხება რადიაციულ ფონს კიევსა და კიევის ოლქში – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის დაწესებულ ნორმას არ აჭარბებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები