აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 30 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 30 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 337 620 ინფიცირებულია.

CNN-ის ინფორმაციით, ვირუსს უკვე 9643 ადამიანი ემსხვერპლა.

დაავადების ეპიცენტრი ნიუ იორკის შტატია, სადაც 123 160 დადასტურებული და 4159 ფატალური შემთხვევაა.

თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაცხადებულ ციფრები რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან შემთხვევების უმრავლესობა, მათ შორის მსუბუქი და უსიმპტომო – დიაგნოსტირებული არ ყოფილა.

როგორც პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ქვეყანა “მწუხარებს დიდ დროს გადის”, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ნიუ იორკში გარდაცვალების შემთხვევები იკლებს, “გვირაბის ბოლოს შუქს ვხედავთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები