რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6343-მდე გაიზარდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 954 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ვირუსის 6343 შემთხვევაა გამოვლენილი, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ვირუსი ქვეყნის 49 რეგიონში გამოვლენილი.

დადასტურებული ახალი შემთხვევების უმრავლესობა მოსკოვშია – 591; მოსკოვის ოლქში – 82; სანქტ-პეტერბურგში – 35; კომის რესპუბლიკაში – 31; თათრეთში – 16; კრასნოდარის ოლქში – 11.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 47-მდეა გაზრდილი, 406 პაციენტმა დაავადების დამარცხება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები