ნიუ იორკში, ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ნიუ იორკში, ბრონქსის ზოოპარკში 4 წლის ვეფხვს, სახელად “ნადიას”, Covid 19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ვეფხვს მშრალი ხველა ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ მას ვირუსი მომვლელისგან გადაედო, რომელიც უსიმპტომო იყო.
ნადიას გარდა, ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები ზოოპარკში კიდევ 5 ვეფხვსა და ლომს აქვს.
თამუნა შეყილაძე