საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ანალიზის აღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. მერის მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმია, ის პაციენტთან კონტაქტისას დაინფიცირდა.

COVID 19, ასევე, არ დაუდგინდა საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპეტსონალსაც.

“საჩხერის სამედიცინო ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში  გაგზავნილი 11 ანალიზიდან ყველას პასუხი უარყოფითია.

სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტის განმეორებითი ანალიზის პასუხი კვლავ სუსტად დადებითია, მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში განაგრძობენ ყოფნას”, – ნათქვამია საჩხერის სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები