რატი იონათამიშვილი: ვფიქრობ, რომ ძალას, რომელიც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობდა, პოლიტიკაში ყოფნის ადგილი საერთოდ არ აქვს

“ნაციონალური მოძრაობა” ეს იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში მათი სიცოცხლის უფლებასაც ლახავდა, ეს არაერთ გზის არის დადასტურებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალა, რომელიც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობდა პოლიტიკაში არ უნდა იყოს.

“მაშინ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ეს იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში მათი სიცოცხლის უფლებასაც კი ლახავდა, ეს არაერთ გზის არის დადასტურებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ვნახეთ შეფასებები, რომ არა მხოლოდ წამებას, არა მარტო ძალის გადამეტებას, არამედ სიცოცხლის ხელყოფასა და დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების არ აღმოჩენას ჰქონდა ადგილი, ეს არის რა თქმა უნდა უმძიმესი დასკვნა მათთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზეც აღდგა სამართლიანობა. ვფიქრობ, რომ ის ძალა, რომელიც ასე ერჩოდა და ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე, საერთოდ არ აქვს ადგილი პოლიტიკაში ყოფნის”,- განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები