ონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – ემზარ საბანაძემ და მისმა პირველმა მოადგილემ –  დიმიტრი საყვარელიძემ თანამდებობები დატოვეს.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გადადგომის შესახებ მათ განცხადებები უკვე დაწერეს, თუმცა ამ ეტაპზე,  გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქურა ჯაფარიძის განმარტებით, საკრებულოს სხდომა ორშაბათს გაიმართება, სადაც მერის მოვალეობის შემსრულებელს დაასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები