“ჯიპიაი ჰოლდინგი“ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს

“თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის გვინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ექიმებს, რისთვისაც ვქმნით “მადლობის ფონდს”, სადაც პირველ ეტაპზე, ჯიპიაის შენატანი 100 000 ლარია”,- ამის შესახებ განცხადებას სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის აპრილის თვის ანაზღაურების გაორმაგებას მოხმარდება.

“ჩვენ COVID -19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერთვებით!
თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის გვინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ექიმებს, რისთვისაც ვქმნით “მადლობის ფონდს”.
ფონდში, პირველ ეტაპზე, ჯიპიაის შენატანი 100 000 ლარია. ეს თანხა სრულად მოხმარდება ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის ანაზღაურების ზრდას – მათ აპრილის თვის ანაზღაურება გაუორმაგდებათ.
გარდა ამისა, ჯიპიაის თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა გვაქვს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ექიმების მიმართ და “მადლობის ფონდში” ,დამატებით, სასურველ თანხას გადავრიცხავთ;
ასე რომ, ჩვენი ექიმების მხარდასაჭერად შემდგომ აქტივობებს კომპანიისა და თანამშრომელთა ერთობლივი კონტრიბუციებიდან დავაფინანსებთ.
#მადლობა
#მადლობისფონდი”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები