შოთა რეხვიაშვილი: რუსთავის იზოლირების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის

“რუსთავის გადაკეტვის, ჩაკეტვის, იზოლირების საფრთხე არ არის, ამის საჭიროება ამ წუთში, არ გვაქვს.” – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე – იგეგმება თუ არა რუსთავში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის დამყარება, განუცხადა.  სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, მსგავსი ღონისძიების გატარების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის, თუმცა აუცილებელი გახდება, შესაძლოა გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი გამკაცრედეს,
“ბოლნისის მაგალითს ვუბრუნდები იმიტომ, რომ ბოლნისი არ ჩაგვიკეტავს. ჩვენ ჩავკეტეთ კონკრეტული სოფლები და თუ აქ იქნება ამგვარი საჭიროება შეიძლება კორპუსი, კორპუსები, ქუჩა და მიკრო რაიონები შეიზღუდოს. ძალიან ბევრი ბერკეტია იმისთვის, რომ ლოკალურად, ფორსმაჟორში სიტუაცია მართო”,- – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში კორონავირუსი საკრებულოს ერთ-ერთ წევრეს დაუდასტურდა, რომელსაც კონტაქტი ასევე დაინფიცირებულ ოჯახის წევრთან ჰქონდა. აღნიშნულის გამო რუსთავის საკრებულოს 45 თანამშღომელი თვითიზოლაციაში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები