ცაგერსა და ლენტეხში თვითიზოლაციის ვადა ყველა მოქალაქეს ამოეწურა

ცაგერის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის ვადა ყველა მოქალაქეს დაუმთავრდა, შესაბამისად, თვითიზოლაციაში არცერთი ადამიანი გვყავს.

ამის შესახებ ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ძვირფასო თანამოქალაქენო, ჩვენს მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის ვადა ყველა მოქალაქეს დაუმთავრდა და ყველა ჯანმრთელადაა! ცაგერის ჯანდაცვის ცენტრი კვლავ მოგმართავთ თხოვნით,რომ გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და დარჩეთ სახლში! გისურვებთ ჯანმრთელობას!”, -ნათქვამია მიმართვაში.

როგორც “რეგიონულ კვირას” ლენტეხის ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა განუცხადა, ლენტეხშიც ყველა მოქალაქეს ამოეწურა თვითიზოლაციის ვადა.

“საბედნიეროდ, ლენტეხშიც სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს, აღარავინ იმყოფება არც თვითიზოლაციაში და აღარც კარანტინში”,-განაცხადა ლამზირა ბენდელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 28 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები