მარინა ეზუგბაია: ჩვენთან მყოფი ორი კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა

“ჩვენი პაციენტების მხრივ მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურებულია იმ თვალსაზრისით, რომ გვყავდა კრიტიკული ორი და ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული დაგვრჩა ერთი”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციურ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, გარდა ამისა, 4 მძიმე პაციენტი ინტენსიურ დაკვირვებას და მკურნალობას საჭიროებს.

“მეორე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, ასევე დანარჩენებიც, ანუ ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება, ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, სტაბილურია ეროვნული ბანკის ინფიცირებული თანამშრომლების მდგომარეობაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები