ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 დღის განმავლობაში 10 პირი დაჯარიმდა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბოლო ორი დღის განმავლობაში 10 პირი 3000- 3000 ლარით დაჯარიმდა.

როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ “რეგიონულ კვირასთან” განაცხადა, ხუთი მათგანი “კომენდანტის საათის” დარღვევისთვის, ხუთი კი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის შეზღუდვების გამო დააჯარიმეს.

“მოქალაქეთა ნაწილი იგებს მოსალოდნელ საფრთხეს და ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის. ჩვენც ვცდილობთ, მივაწოდოთ ინფორმაცია კორონავირუსის მოსალოდნელ საფრთხეზე, მაგრამ ისე არ ხდება, რომ პირდაპირ დაჯარიმდნენ მოქალაქეები. ჯერ აფრთხილებენ და, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ხდება მათი დაჯარიმება”, – განაცხადა კახა ჯამბურიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 27 პირი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობას 319 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები