გიორგი ხოჯევანიშვილმა ბარნოვის ქუჩისა და ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, ბარნოვის ქუჩისა და ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 92 მეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობა სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ხოლო ბარნოვის ქუჩის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ქუჩის 370 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია თამარ მეფის, სტალინისა და სამეფოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს .

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, რეგიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ბარნოვის ქუჩის პროექტი ერთ-ერთია მიმდინარე პროექტებიდან, სადაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა გზის, წყალგაყვანილობის მილებისა და ნაპირსამაგრი კედლისა, პროექტი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობასაც ითვალისწინებს, სადაც გათვალისწინებულია ველობილიკის მოწყობაც. ვფიქრობ, ზაფხულის ბოლოს გორს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და კეთილმოწყობილი ქუჩა ექნება, აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე სრულყოფილი საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა”, – აღნიშნა რწმუნებულმა.

პროექტი, რომლის ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები