პროკურატურის თანამშრომლები დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ დისტანციურ სწავლებას გადიან

საქართველოს პროკურატურის სასწავლო მიმართულება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

როგორც “კვირას” პროკურატურიდან აცნობეს, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ დისტანციური სწავლება დაიწყო.

“მონაწილეები სასწავლო კურსის ფარგლებში, ევროპული კონვენციის მიხედვით დისკრიმინაციისაგან დაცვის წყაროებს ეცნობიან. სწავლების პროცესში დეტალურად განიხილავენ დისკრიმინაციის ისეთი ნიშნებს, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური, სქესისა და გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია, ასევე დისკრიმინაცია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.სასწავლო კურსს პროკურატურის 12 თანამშრომელი გაივლის. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება,” – აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები