ოდესის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს ბორანის რიგით მეხუთე რეისი შესრულდა

ოდესის ჩერნომორსკის პორტიდან ბათუმის მიმართულებით დღეს ბორანის რიგით მეხუთე რეისი შესრულდა. პორტიდან მოქალაქეები საქართველოს კონსულმა ოდესაში თორნიკე ბერეკაშვილმა გამოაცილა.

როგორც თორნიკე ბერეკაშვილი აცხადებს, საჰაერო სივრცის დაკეტვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად ბორანს იყენებენ, გადაყვანას კომპანია “ურფერი” ახორციელებს.

მისივე თქმით, საკონსულო მუდმივ კავშირზეა კომპანიის და პორტის ხელმძღვანელობასთან და მოქალაქეების დაბრუნებას კოორდინაციას უწევს.

აღნიშნული ბორნის მეშვეობით სამშობლოში უკვე დაახლოებით 200 მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, სტუდენტები და ის ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო უკრაინაში სამსახური დაკარგეს.

გარდა ამისა, თორნიკე ბერეკაშვილის განცხადებით, ასევე ბორნის მეშვეობით საქართველოს მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები