მარტვილში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად  ხორციელდება.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით, სოფლის ამბულატორიები,  ადმინისტრაციული შენობები, დევნილთა დასახლება და კულტურის სახლი მუშავდება. სამუშაოებს შპს ,,ჰიგია“ ახორციელებს. მიმდინარეობის პროცესს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია გაეცნო.

სადეზინფექციო სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, ა(ა)იპ-ებში, ტრანსპორტში, სასპორტო და სახელოვნებო დაწესებულებებში დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები