გიორგი ხოჯევანიშვილი: გარდა ბლოკსაგუშაგოებისა, შიდა ქართლის მხარეში დამატებით 60 მობილური ეკიპაჟი პატრულირებს

გარდა ბლოკსაგუშაგოებისა, შიდა ქართლის მხარეში დამატებით 60 მობილური ეკიპაჟი პატრულირებს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებს აკონტროლებს, – ამის შესახებ  მხარის რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, რეგიონში ამ დრომდე სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

“რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტემპერატურისა. ყველა მსგავსი პაციენტი გადაყვანილია ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებებში და, ამ დროისთვის, რაიმე გართულება არ შეინიშნება. სრულად კონტროლდება სიტუაცია რეგიონში შესაბამისი სამსახურების მიერ.

სტაციონარული საგუშაგოების გარდა, რეგიონის ტერიტორიაზე, ოთხივე მუნიციპალიტეტში მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან შესაბამისი მობილური ჯუფები. დაახლოებით, 60-მდე ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას, მათთან კოორდინებულ მუშაობას ვეწევით და რაიმე კითხვის, ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად ვახდენთ რეგირებას”, – განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები