გიორგი გახარია: მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, როგორც, განსაკუთრებით, გუშინდელი დღის ღონისძიებებს მოეკიდნენ
“მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით თბილისელებს, გადავუხადო მადლობა იმ გაგებისთვის, როგორც ისინი მოეკიდნენ განსაკუთრებით გუშინდელი დღის ღონისძებებს, საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით – 21:00 საათის შემდგომ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშრებით საკოორდინაციო საბჭოს სდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს აჩვენებს, თუ როგორ აქვს მოქალაქეებს აღქმული საერთო პასუხისმგებლობა.
„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ აჩვენებს, თუ როგორ გვაქვს ჩვენ ერთობლივად აღქმული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა – არა მხოლოდ მთავრობის, არამედ, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის და, პირველ ყოვლისა, ეს გახლავთ პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ, ჩვენი მშობლების, ჩვენი უფროსი თაობის მიმართ. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენ შევძლებთ, სწრაფად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.