მდიდარი რუსები VIP რეანიმაციებს იწყობენ და ფილტვების ვენტილაციის აპარატებს ყიდულობენ

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რუსეთში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ეს იმ მდიდარი რუსების გამო მოხდა, რომლებმაც ამ სამედიცინო აპარატების შესყიდვა საკუთარი ოჯახებისთვის მასობრივად დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ Moscow Times ავრცელებს.

იმ კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც მსგავსი აპარატების გაყიდვით არის დაკავებული, მათ კომპანიას მარაგი უკვე ამოიწურა. ამასთანავე, ბიზნესმენებმა უკვე წინასწარ შექმნეს მომლოდინეთა სიები, რომლებიც უკვე წინასწარ-რვა თვის ვადით არის შედგენილი.

როგორც გამოცემის ერთ-ერთი წყარო ამბობს, მისმა ოჯახმა ერთი ასეთი აპარატის შეძენა შეძლო, მაგრამ მომავალში კიდევ ორი ერთეულის ყიდვის იმედი აქვს. ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის ფასი რუსეთში დაახლოებით 2 მილიონი რუბლია.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მოსკოვის ნევროლოგიის სამეცნიერო ცენტრის ნერიქირურგმა ალექსეი კაშევმა განაცხადა, რომ მდიდარმა რუსებმა პერსონალური VIP რეანიმაციების მოწყობა დაიწყეს, რათა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მკურნალობა საკუთარ აპარტამენტებში მიეღოთ და მედიკოსებს შესაბამის კონსულტაციებს ჯერ კიდევ მაშინ სთხოვდნენ.

უკანასკნელი ცნობებით, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით 2337 ინციფირებულია. ოფიციალურად დარეგისტრირებულია 20 პაციენტის გარდაცვალების ფაქტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები