ნინო ცაციაშვილი: თითოეული პირი, ვინც არღვევს იზოლაციისა და კარანტინის წესებს, წარმოადგენს ინფექციის გავრცელების პირდაპირ საფრთხეს

“ყველა შეზღუდვა, რაც დღეს კიდევ გამკაცრდა და დაემატა, კეთდება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის დასაცავად”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში საუბრის დროს განაცხადა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოქმედი რეგულაციები.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის ფაქტები, სამწუხაროდ, არ ჩერდება და ბოლო პერიოდშიც გვაქვს გამოვლენილი კონკრეტული ფაქტები, როდესაც ხდება თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევა. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ის რეგულაციები და აკრძალვები, რასაც უწესებს ჯანდაცვის სამინისტრო და გულისხმობს იზოლაციისა და კარანტინის წესების პირნათლად შესრულებას იქედან გამომდინარე, რომ რეალური საფრთხე არის ძალიან ადვილად აღქმადი და თითოეული პირი, ვინც არღვევს იზოლაციისა და კარანტინის წესებს, წარმოადგენს ინფექციის გავრცელების პირდაპირ საფრთხეს. ამიტომ, ძალიან მნიშნელოვანია, რომ ამ რეგულაციებს ყველა ერთად დავემორჩილოთ იმიტომ, რომ ეს ყველა შეზღუდვა, რაც დღეს კიდევ გამკაცრდა და დაემატა, კეთდება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის დასაცავად”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები