ნათია მეზვრიშვილი: მგზავრობისას ავტომობილში თუ 3-ზე მეტი ადამიანი იქნება, მძღოლი დაჯარიმდება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ ავტომანქანით გადაადგილებისას 3-ზე მეტი ადამიანი იქნება, მძღოლი დაჯარიმდება.

მისივე თქმით, აკრძალულია, ასევე, 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

“მაქსიმალურად შეიკავონ მოქალაქეებმა თავი გადაადგილებისკენ. 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია, ასევე, ავტომობილით გადაადგილებისას, თუ 3-ზე მეტი ადამიანი ზის, დაჯარიმდება მძღოლი. პოლიცია წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ოჯახის შემადგენლობას ეხებოდა,   მშობლებს შეუძლიათ თუ არა ორი მცირეწლოვანი შვილით გადაადგილება, მეზვრიშვილმა უპასუხა, რომ შეზღუდვა ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები