პაატა იმნაძე: ბოლო ინფიცირებულებიდან ორ შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა, რათა ინფიცირების შესაძლო წყაროები დადგინდეს

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ბოლო ინფიცირებულებიდან ორ შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა იმისათვის, რომ მათი ინფიცირების შესაძლო წყაროები დადგინდეს.
ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო ინფიცირებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე არ იძლევა შეშფოთების საფუძველს.
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ ბოლო შემთხვევებიდან საინტერესოა ორი შემთხვევა. დანარჩენი ყველა არის უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებს შორის აღმოჩენილი. ორ შემთხვევაში მიმდინარეობს ეპიდკვლევა იმისათვის, რომ დადგინდეს მათი ინფიცირების შესაძლო წყაროები“, – განაცხადა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები