გოცირიძე საყოველთაო კარანტინზე: როგორც ჩანს, ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული, ჩვენ უნდა ვენდოთ მთავრობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე საყოველთაო კარანტინის დაწესებას ეხმაურება. მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება აუცილებლობით იყო გამოწვეული და მთავრობას უნდა ვენდოთ.

„მთავრობა უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს, ვიდრე – ჩვენ და, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება აუცილებლობით იყო გამოწვეული, ჩვენ უნდა ვენდოთ მათ. იმედია, ისინი ამას კიდევ უფრო უკეთ ახსნიან. ვნახეთ, რომ ხელისუფლება საზოგადოების ერთ ჯგუფს ვერ გაუმკლავდა, რადგან ისინი საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონს პერმანენტულად არღვევდნენ.
ამასთან, როდესაც მთელი ქვეყნის იზოლაცია ხდება, მას უნდა მოსდევდეს შესაბამისი ეკონომიკური გეგმა და ბიუჯეტი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

ცნობისთვის, კორონავიურსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საღამოს 21:00 საათიდან მოქალაქეებს როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე ეკრძალებათ.
პრემიერმინისტრის განცხადებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი გადადგილება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები